რეზონანსი
19.09.2024

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

დოკუმენტების პაკეტი ასევე მოიცავს მთავრობის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×