რეზონანსი
18.09.2024

მმართველ “ქართული კოშმარის” პარტიას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი , - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ის ეხმაურება თბილისში, ტრანსგენდერ კესარია აბრამიძის მკვლელობას.

“ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან.

კესარია აბრამიძე მოკლეს. სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-LGBT კანონი მიიღო.

ღრმად შოკირებული ვარ და მმართველ “ქართული კოშმარის” პარტიას მოვუწოდებ, დაუყონებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი”, - წერს გერმანიის პარლამენტის (ბუდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×