რეზონანსი
18.09.2024

დედოფლისწყაროში, სოფელ ქვემო ქედში, ერთ- ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად, რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა. ორდღიანი ძებნის შემდეგ კი, ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში, იმავე ვენახში მიაგნეს, სადაც მეგობრებთან ერთად იყო.

გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა გარდაცვალების რეალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×