რეზონანსი
17.09.2024

რუმინეთში მამაკაცმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც 300 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილმა ადვილად აალებადი სითხე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში დაასხა, რის შემდეგაც ცეცხლი წაუკიდა. სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. რუმინეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ეძებენ მამაკაცს, რომლის ასაკი 60-65 წელია. დანაშაული 2-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×