რეზონანსი
17.09.2024

"ჩვენ ევროპა გვესმის ისე, რომ ადამიანმა, ის მანდატი, რომელიც მოქალაქეებმა მისცეს, ის ხელფასი, რომელსაც ის მოქალაქეებისგან იღებს, ამ მანდატის განხორციელებისთვის, ამას უნდა მოახმაროს, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა წარმოდგენა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გაუგებარია ოპოზიციის დამოკიდებულება.

"ამას წინათ, ერთ-ერთ უცხოელ კოლეგასთან გვქონდა საუბარი და ასეთი ტერმინი გამოიყენა პროევროპული ოპოზიციაო და ამასთან დაკავშირებით შემდეგ ვისაუბრეთ. თუ ეს არის ევროპა, რომ სამსახურში არ უნდა იარო, მაშინ ვერ ვთანხმდებით ზოგიერთ უცხოელთან, რა არის ევროპა. თუ ეს არის ევროპა, რომ მომავალ პარლამენტში მანდატი სთხოვო და ის მანდატი, რომელიც ახლა გაქვს, იმას არ ახორციელებდე, მაშინ ჩვენ და ეს უცხოელი კოლეგა ვერ ვთანხმდებით, რა რის ევროპა. ჩვენ სხვანაირად გვესმის ევროპა, ჩვენ ევროპა გვესმის ისე, რომ ადამიანმა, ის მანდატი, რომელიც მოქალაქეებმა მისცეს, ის ხელფასი, რომელსაც ის მოქალაქეებისგან იღებს, ამ მანდატის განხორციელებისთვის, ამას უნდა მოახმაროს, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა წარმოდგენა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×