რეზონანსი
17.09.2024

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ 2023 წელს საქართველოში 14 884 აბორტი გაკეთდა, მათ შორის 64 არასრულწლოვანს ჩაუტარდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი 5 716 აბორტი 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გაიკეთეს, 15-24 წლის ასაკში კი -2 371.

2023 წლის სტატისტიკური მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. 2022 წელს 16 619 აბორტი გაკეთდა, საიდანაც 83 არასრულწლოვანი იყო.

„საქსტატის" ოფიციალურ გვერდზე აბორტების რაოდენობის ამსახველი ყველაზე ძველი სტატისტიკა 2016 წლისაა. აღნიშნულ წელს 28 720 აბორტი გაიკეთეს, მათ შორის 159 შემთხვევაში ქალი არასრულწლოვანი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით აბორტების რაოდენობა ყოველ წელს მცირდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×