რეზონანსი
17.09.2024

მე ვეპატიჟები 15:00 საათზე სადილად ორივეს და მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ. შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილი გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ პრეზიდენტთან ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ერთმანეთს პირადად უნდა შეხვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×