რეზონანსი
16.09.2024

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში იმყოფება. მიხაელ როთი უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და გეგმავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდეს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის  თქმით, შეხვედრაზე მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო, როგორც წინასაარჩევნო მდგომარეობა, ასევე რუსული კანონის ფონზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობა. ხაზი გაესვა იმ უკუსვლას რომელიც არის დემოკრატიის და ევროინტეგრაციის მხრივ.

მიხაელ როთს სურვილი ჰქონდა, რომ შეხვედროდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც, თუმცა ოცნება გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელს ბოიკოტს უცხადებს და შეხვედრაზე უარს ეუბნება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მას სიცრუის გავრცელებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და მისგან ბოდიშს ელიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×