
ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, "გიორგი ჩიკვაიძის საქმე არის ივანიშვილის კორუფციული მანქანის ცალსახა გამოვლინება".
მისი თქმით, "სამწუხაროა რომ ბიზნესის ტერორმა ასეთი სისტემური ხასიათი მიიღო".
გიორგი ჩიკვაიძის საქმე არის ივანიშვილის კორუფციული მანქანის ცალსახა გამოვლინება. სამწუხაროა რომ ბიზნესის ტერორმა ასეთი სისტემური ხასიათი მიიღო.
ჩემს და გიორგის შემთხვევებში პროკურატურის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ეყრდნობა მხოლოდ ერთი მომჩივანის ჩვენებას, და არის კანონთან შეუსაბამო.
თუკი რამდენიმე თვის წინ ბიზნესს დაშინებით გააკეთებინეს რუსული კანონის მხარდამჭერი ერთნაირი და ერთდროული განცხადებები. გიორგის გამბედაობა კარგი მაგალითია იმისა რომ ამ ქვეყანაში დარჩნენ თავისუფალი ადამიანები ვისაც სისტემის არ ეშინიათ.
სწორედ შიში არის ის ერთადერთი ვალუტა რაც ივანიშვილს შემორჩა. აქედანვე გამომდინარეობს მისი რევანშისტული და ძალადობის წამაქეზებელი წინასაარჩევნო პოლიტიკა.
საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა! ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ ევროპულ ქვეყანაში!"- წერს გიორგი ბაჩიაშვილი.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.
ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.