|

გორში მდებარე ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი, რომელიც ოლიგარქი ივანიშვილის გორში სტუმრობის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, დღეს უკვე თავისუფალია. მან იზოლატორი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
"წინა დღეს მოვიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები და მითხრეს, რომ ერთი დღით საერთოდ წავსულიყავი ქალაქიდან, დამეკეტა რესტორანი და ერთი დღე არ მემუშავა, მაგაზე დავიწყე სიცილი და ვუთხარი უარი. შემდეგ მოვიდა სხვა პოლიციელი და მითხრეს, რომ ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ სპეცსამსახურები და განლაგდებოდნენ სნაიპერები. მე მაგაზეც უარი ვუთხარი. მე ტურისტებს ვემსახურები, წინასწარი ჯავშნები მქონდა და ვუთხარი უარი.
მეორე დილით რომ მოვდიოდი სამსახურში, მანქანით არ შემიშვეს. შემდეგ ფეხით წავედი, იქ უკვე თელია იყო მობილიზებული ბანდასთან, ვითომ სამართალდამცავები რომ არიან და უბრალოდ დამაკავეს. ვერც გავიგე რატომ," - აცხადებს იოსებ ბაბაევი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|