რეზონანსი
16.09.2024

14 მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება, მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა, – ამის შესაცხებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

„წალენჯიხის მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის იმ ინვესტიციების მნიშვნელობა, რასაც ევროკავშირი მოგვცემს, რადგან ეს, პირველ რიგში, დაეტყობა იმ ადამიანებს, ვინც აქ არიან და ვინც ყოველდღიური შრომით შოულობს საჭმლის ფულს, მაგრამ ეს შრომა არ ფასდება ქვეყანაში. ეს დაეტყობა წალენჯიხელ ბავშვებს, რომლებსაც პირველ კლასში აქვთ უფასო კვება და ეს არავის არა აქვს საქართველოში. და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოში ყველა მოსწავლეს ჰქონდეს უფასო კვება და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ევროპული, 14 მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება და მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა”, – განაცხადა თამარ კორძაიამ წალენჯიხაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×