რეზონანსი
15.09.2024

„ვინც ცდილობს კეზერაშვილის გამართლებას, ის მისი დანაშაულების თანამზრახველი ხდება, მათ შორის, ათასობით ევროპელი პენსიონერის წინაშე, - განუცხადა „იმედის კვირას" კეზერაშვილის დანაშაულებზე საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

„როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის და რაღაც დასკვნებზე დაიწყებენ საუბარს „ნაციონალურ მოძრაობაში", პირველი იმაზე ისაუბრონ, სავიზო სანქცია რომ დაადო სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტმა მათ ბელადსა და ლიდერს კეზერაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერი რომ გავიხსენოთ, თითოეული მათგანი არის მდიდარი კრიმინალური ისტორიებით, მათ შორის რეციდივებითაც კი. აქედანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები იყვნენ კრიმინალები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ; დარჩნენ კრიმინალებად, როდესაც ისინი ოპოზიციაში გადავიდნენ და როდესაც საერთოდ გაქრებიან პოლიტიკიდან, მაშინაც კრიმინალები იქნებიან", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×