რეზონანსი
15.09.2024

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება გააპროტესტეს, სადაც მან აღნიშნა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

როგორც აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „დაფიონის" წევრები განმარტავენ, ივანიშვილის აღნიშნული განცხადება „საქართველოს და მისი გმირების შეურაცხყოფაა".

აქციაზე ისმოდა შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს", ასევე, მიტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო.

ცნობისთვის, გუშინ გორში, „ქართული ოცნების" რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×