რეზონანსი
15.09.2024

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს. საქმე რუსულ კანონთან დაკავშირებულ ვერდიქტს.

ნინო ლომჯარია პირდაპირ ამბობს, რომ არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი დასაცავი სიკეთე, როგორიც ადამიანის ღირსებაა, რომელიც აღნიშნული კანონის მოქმედებით ითელება.

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რას ელოდება, იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი დასაცავი სიკეთე, როგორიც არის ადამიანის ღირსება, რომელიც კიდევ ერთხელ ითელება ამ კანონის მოქმედებით. მე ვფიქრობ, რომ თითოეული დღე, როდესაც ეს კანონი არის ამოქმედებული, არღვევს კონსტიტუციას და საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, - ამბობს ნინო ლომჯარია.

საკონსტიტუციო სასამართლო ისევ დუმს. უკვე 16 დღე გავიდა, რაც პლენუმი სათათბიროდ გავიდა, თუმცა 8 მოსამართლე ისევ არ ამბობს, როდის გამოცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×