რეზონანსი
15.09.2024

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი დაამარცხა.

სპორტული გამოცემა essentiallysports-ის მიხედვით, დვალიშვილი ეპიკური მატჩში გამარჯვებისთვის, დაახლოებით 3 მლნ ამერიკულ დოლარამდე გამოიმუშავებს.

UFC 306 ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართა. ღონისძიება “სფეროს” სახელით ცნობილ არენაში ჩატარდა, რომლის მშენებლობაც 2,3 მილიარდი დოლარი დაჯდა და 18 600 ადამიანს იტევს. UFC 306-ის ბილეთების ფასი ყველაზე მაღალი იყო ორგანიზაციის ისტორიაში. ის დაახლოებით 2500 დოლარიდან იწყებოდა და უმაღლესი ფასი 17 ათას დოლარს აღწევდა.

შეგახსენებთ, მერაბს UFC-ში 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ქართველის რეკორდი 17 მოგება და 4 მარცხია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×