|

როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების" წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, შემაშფოთებელია
ბოჭორიშვილი გამოეხმაურა სენატში მოსმენას თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები".
„ქართული ოცნება" არსებობს იმისთვის, რომ გიგაურის და მისი მსგავსი ადამიანების ოცნება კი არ ახდეს ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხის სურვილებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ შესრულდეს. ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა საქართველოში და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. გიგაურის ოცნებები მიმართულია სწორედ ამის წინააღმდეგ რასაც ჰქვია საქართველოში მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, ევროკავშირში ინტეგრაცია. იმის აღსრულების შესაძლებლობას, რაც გიგაურს და მის მსგავს ადამიანებს სურთ, ნამდვილად ვერ მივცემთ. როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, შემაშფოთებელია. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და თუ ვინმეს აინტერესებს რა ხდება საქართველოში და რა სურს ქართველ ხალხს, პირველ რიგში, კითხვები უნდა დაუსვან საქართველოს ხელისუფლებას და არა იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ორი ადამიანის მხარდაჭერაც კი საქართველოში", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა "იმედთან"
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|