|

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას ეხმიანება, რომელთა თქმითაც, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მომენტიდან, საქართველოს ექნება წვდომა 14-მილიარდიან ფონდზე.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია ტყუილებით ცდილობს ხალხს მოანდომოს მოლაპარაკებების გახსნა.
„აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს, 14 მილიარდი. სინამდვილეში, არც ომზეა მიბმული მოცემულობა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება, არც უღირსობაზე და ცალ ფეხზე დგომაზე, არც სანქციების დაწესებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ჩამოქცევაზე. ტყუილია 14 მილიარდიც. მოლაპარაკებების გახსნა ტყუილებით მოანდომონ ხალხს, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ახალი მიმდინარეობაა. სინამდვილეში კონტრპროდუქტიული და ანტიევროპულია ასეთი ცრუ ნარატივები. მოლაპარაკებები არა თოთხმეტმილიარდიანი ცრუ მოლოდინის, არამედ წარმატებული შედეგისთვის გვჭირდება. ესაა რეალობა. პირიქით, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით უნდა მოვახერხოთ მოლაპარაკებების გახსნაც და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრებაც. ასევე, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამ ურთულეს გზაზე ყველა ეტაპის გავლა, დღეს კი ქვეყანას მშვიდობა, დამოუკიდებლობის შეუდარებლად მაღალი ხარისხი და კანდიდატის სტატუსი ერთდროულად აქვს. გაგრძელება იქნება“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|