რეზონანსი
12.09.2024

პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და გამოძალვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა - ინფორმაციას შსს ავრცელებს. დაკავებულია 2006 წელს დაბადებული რ.ხ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან ა.ს.-ს სოციალური ქსელის მეშვეობით მისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნას სთხოვდა, რომლითაც შემდგომ მას აშანტაჟებდა და სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობის მუქარით ა.ს. მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა." აცადებს შსს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×