რეზონანსი
12.09.2024

კაფე მზიურში აცხადებენ, რომ თბილისის მერიას კაფის შენობა აუქციონზე გააქვს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ ეს ინფორმაცია არა მერიისგან, არამედ სახალხო დამცველის აპარატიდან მიიღეს.

კაფე მზიურში აცხადებენ, რომ ელოდებიან აუქციონის პირობების გასაჯაროებას.

"მივიღეთ წერილი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან სადაც გვატყობინებს ჩვენს კაფესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აუქციონის შესახებ. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მიმართვისა, თბილისის მერიამ უპასუხოდ დატოვა ყველა ჩვენი კითხვა. ომბუდსმენის აპარატი აღმოჩნდა ერთადერთი საჯარო უწყება, რომელმაც გვამცნო მერიის გადაწყვეტილების შესახებ.

ჩვენ დაველოდებით აუქციონის პირობების გასაჯაროებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საკონკურსო პირობები იქნება გამჭვირვალე, თანაბარი და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ასევე გათვალისწინებული იქნება ყველა ის ბარიერი რაც შშმ პირებს სხვებთან თანაბარ პირობებში გახდის კონკურენტუნარიანს", - ნათქვამია განცხადებაში. 

კაფე მზიურში აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ კაფის გადასარჩენად.

"გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ მზიურის კაფეს გადასარჩენად. მზიური უნდა დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდამჭერ სივრცედ, როგორც თანასწორობის, ინკლუზიის მაგალითი და სხვა არაერთი სასარგებლო ინიციატივის ავტორი", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×