
პოლიტიკოსი, ეკა ბესელია ოპოზიციის გამსხვილების საჭიროებას ხედავს. განსაკუთრებით იმ ფლანგზე, სადაც არის "ოცნების" დაკარგული ამომრჩეველი და ის 25%, რომელიც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და ფიქრობს ვის მისცეს ხმა.
"აი, იქ სჭირდება გამსხვილება ამ ტიპის ცენტრს და რაღაცა უფრო ძლიერი პლატფორმის ჩამოყალიბება – ამის საჭიროებას მე ვხედავ და ამის საჭიროებას პრეზიდენტი ხედავს, პირველ რიგში.
ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს, ამაზე მეტს ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, თუ ეს შესაძლებელი გახდება და რაციონალური ნაბიჯები გადაიდგმება, ეს საერთო შედეგს ძალიან დაეხმარება და იქნება სწორი სვლა," - განაცხადა ბესელიამ.