რეზონანსი
12.09.2024

სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი ქუთაისში მცხოვრები 49 წლის მაია ალფაიძეა. თურქული მედიის ინფორმაციით, მკვლელობა 9 სექტემბერს, ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მამაკაცმა ქალი სასიკვდილოდ სცემა და შემდეგ მას დანით ჭრილობები მიაყენა. ქალს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გაუწიეს, შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მოძალადე კაცმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ის სასტუმროს თანამშრომელმა იქვე დააკავა. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია ვიდეოკადრები, რომელიც თურქულმა მედიამ გაავრცელა კიდეც, სადაც ჩანს როგორ აკავებენ დამნაშავეს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობს. თვითმხილველი თურქულ მედიასთან ყვება, რომ ფაქტს წინ კონფლიქტი უძღვოდა:

"გვესმოდა კამათის ხმა, შემდეგ გავიგე, რომ ქართველი ქალი შეყვარებულმა წამებით მოკლა, სცემა და ბოლოს დაზიანებები დანით მიაყენა. ჩვენს სასტუმროში კამათი ნახევარი საათი გრძელდებოდა, ცოტა ხანში კაცმა საეჭვო ქცევები გამოამჟღავნა, სასტუმრო დატოვა და სირბილი დაიწყო. გავეკიდე, რომ დამეჭირა, დიდხანს გარბოდა, თუმცა მისი დაჭერა მაინც მოვახერხე. ამბობენ, რომ კაცმა ფულის გამო მოკლაო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახეს პოლიცია და სამედიცინო ბრიგადები. ადგილზე მალევე მოვიდნენ, თუმცა ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა,"- აცხადებს თვითმხილველი.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×