რეზონანსი
11.09.2024

ბათუმში, წელს უნებართვო მშენებლობის 102 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება. უწყების ცნობით, მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილებამ მიმდინარე წელს 272 სამშენებლო ობიექტი შეამოწმა. მათ შორის: 90 სამშენებლო ობიექტი გადამოწმდა ეტაპის დადასტურების ფარგლებში.

გარდა ამისა, შემოწმებების შედეგად, 47 სანებართვო პირობების დარღვევა გამოვლინდა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, წელს უნებართვო და პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის 33 საქმისწარმოება შეწყდა.

ამჟამად კი საქმისწარმოება 116 ობიექტზე მიმდინარეობს.

მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო უსაფრთხოების განყოფილება სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×