რეზონანსი
11.09.2024

შეიძლება ვიღაცებს არ სჯეროდათ ჩვენი ნაკრების წარმატება, ვიღაცები მაგას პოლიტიკურად არასწორად იყენებდნენ და მიდიოდა სპეკულაციები, გვახსოვს რა მონოლოგებს წერდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, ფეხბურთელებზე და ა.შ. უნდა ვიყოთ ადეკვატურები, ყოველთვის შევძლოთ სწორი შეფასებების გაკეთება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

„ის წარმატება, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია, არის იმ დიდი შრომის შედეგი, რაც ნაკრების თითოეულმა წევრმა გაწია და იმ მხარდაჭერის ნაყოფი, რაც ფეხბურთის ფედერაციამ გასწია და სახელმწიფო ეწევა. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის, მადლობა ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა უნდა გავაგრძელოთ ამ შემართებით. ოქტომბერში რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×