რეზონანსი
09.09.2024

ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. ციხე, საიდანაც პატიმრები გაიქცნენ "მაღალი უსაფრთხოების" მქონეა, მას სხვა დაწესებულებებთან შედარებით მაღალი (6-მეტრიანი) კედლები აქვს. 

შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ გაქცეულებს გარედან აღმოუჩინეს დახმარება, რაშიც სამი ეჭვმიტანილი იყო ჩართული, მათ გამოიყენეს კიბე და თოკი, ვარაუდობენ, რომ ოპერაციაში ასევე ორი მანქანა მონაწილეობდა. 

მედია წერს, რომ გაქცეული ქართველია შერგილ ფარჯიანი, მასთან ერთად დაწესებულებიდან გაიქცა ორი პორტუგალიელი, ასევე ბრიტანეთისა და არგენტინის მოქალაქეები.

ციხის დაცვის კორპუსის ეროვნული კავშირის პრეზიდენტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ გაქცეულები უკიდურესად საშიშები არიან და თუ მათ შენიშნავენ, მიმართონ ხელისუფლებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×