რეზონანსი
07.09.2024

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 5.033 მლნ დოლარის ღირებულების ნაყინი იყიდა, რაც 15 წლის რეკორდული მაჩვენებელია. 2009 წელს ქვეყანაში 838.5 ათასი დოლარის ცივი ნუგბარი შემოვიდა. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე ნაყინის იმპორტის მონაცემები ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის.)

გარდა 2009 წლისა, ნაყინის იმპორტი გაზრდილია 2023 წლის იანვარ-ივლისთან შედარებითაც. კერძოდ, შარშან საქართველოში 3.840 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის შვიდ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით ნაყინი თურქეთიდან შემოვიდა, მეორე ადგილზეა - უკრაინა, ხუთეულში შედიან - საფრანგეთი, რუსეთი და სომხეთი.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს ცივი ნუგბარი შეიძინა:

თურქეთი - 1.606 მლნ დოლარი

უკრაინა - 1.191 მლნ დოლარი

საფრანგეთი - 526.7 ათასი დოლარი

რუსეთი - 448.8 ათასი დოლარი

სომხეთი - 407 ათასი დოლარი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×