რეზონანსი
07.09.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის" 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი პირადად იმყოფებოდა კომპანია „მაგირუსის" ქარხანაში და ახალი სახანძრო მანქანის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

„სახანძრო მანქანები, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ყველა შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×