რეზონანსი
07.09.2024

მეორე დღეა სამტრედიაში 69 წლის მალხაზ სხვიტარიძეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით კაცი დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. მალხაზ სხვიტარიძეს აცვია შავი შარვალი და პერანგი.

ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე - 557 402 503

"გამარჯობა. გუშინ სამტრედიიდან დაახლოებით 12 საათისთვის სახლიდან გავიდა და კონტაქტზე არ გამოსულა მამაჩემი მალხაზი სხვიტარიძე. 69 წლის. აცვია ეს პერანგი და შავი შარვალი. თან არ აქვს არც პირადობა და არც მობილური ტელეფონი. იქნებ ვინმემ სამტრედიაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეთ,უმორჩილესად გთხოვთ ყველა ინფორმაცია საჭიროა. დაგვირეკეთ ნომერზე 557 402 503". - წერს დაკარგულის შვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×