რეზონანსი
06.09.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზოგადოებას პარალიმპიადაზე ინა ქალდანის (73 კგ, კატეგორია J2) მიერ, ზედიზედ მეორედ, მედლის მოპოვებას ულოცავს.

ინა ქალდანი პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×