რეზონანსი
06.09.2024

ჩეხებთან ველოდებით, დაახლოებით ისეთივე ხასიათის თამაშს, როგორიც რამდენიმე თვის წინ გვქონდა, თუმცა ამჯერად წარმატების მისაღწევად გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

„იგივე სულისკვეთების შენარჩუნებაა საჭირო, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა. სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე მცველი გამოგვაკლდა. საბა გოგლიჩიძეს კი დიდი ხანია ვაკვირდები და მისი იმედი მაქვს", - აღნიშნა მწვრთნელმა.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს კი, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×