რეზონანსი
06.09.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს ეხმიანება და წერს, სტუმარი რომ სახლში შემოგივა და არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.

პაპუაშვილი ასევე მადლობას უხდის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა.

,,სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ. მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა," - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×