
მმართველ გუნდში ოპოზიციის მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე პირების დაჩაგვრის მცდელობაზე საუბრობენ, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. „ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ ფაქტზე, რომელიც წყალტუბოში მოხდა, სადაც მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, „ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა.
„ტრაგიკულია, როდესაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანები არიან არა ოპონირებით დაკავებული, არამედ, ადამიანების ჩაგვრით. რეალურად ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, რომ განსხვავებული აზრის მოქალაქე იქნება ეს, ხელისუფლებაში მყოფი, თუ ხელისუფლებაში არ მყოფი საზოგადოების წევრი დაჩაგრონ, მიაყენონ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაზიანება და დააყენონ თავიანთი ქმედებებით ის ტრაგიკული შედეგი, რაც დადგა. რა თქმა უნდა, ამას კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე ჩაბარდეს წარსულს და ჩვენ გვქონდეს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო," - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა.