რეზონანსი
05.09.2024

მეცნიერებმა დაადგინეს სპეციფიკური საკვები, რომელსაც შეუძლია შეამციროს აუტიზმის რისკი ბავშვებში, თუკი მას ორსულობის პერიოდში მიირთმევთ. ინფორმაციას dailymail ავრცელებს.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის დროს თვეში ერთხელ მაინც თევზის მიღება, ბავშვებში აუტიზმის რისკებს 20 პროცენტით ამცირებს.

ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ თევზი შეიცავს ბუნებრივ "ომეგა-3-ს", ცხიმოვან მჟავებს და სხვა მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა იოდი, რკინა და თუთია, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის, მეტყველებისა და სმენის განვითარებისთვის.

მეცნიერებმა არ იციან რა იწვევს აუტიზმს, მაგრამ ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) თქვა, რომ ასევე არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ორსულობის დროს თევზის მოხმარება, ჯანმრთელობისთვის სხვა სარგებელსაც იძლევა.

ეს მოიცავს გულისა და ძვლების გაუმჯობესებას, ასევე ბავშვებში ჭარბი წონის რისკის შემცირებას.

თუმცა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 25 პროცენტი არ ჭამს თევზს ორსულობის დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×