რეზონანსი
05.09.2024

ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„ესტონეთში მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში. კონტინენტის პირველობაზე იასპარეზა ქართველმა ძიუდოისტმა ნინო ლოლაძემ(57 კგ). მან ფინალი აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ, უნგრელ და ესპანელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ფრანგი მეტოქე დაამარცხა" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×