რეზონანსი
05.09.2024

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს.

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სომხურმა შენაერთებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს. „აზერბაიჯანული არმიის დანაყოფებმა აღნიშნულ მიმართულებაზე ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს", - აღნიშნეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანული მხარის ბრალდებებს. ერევანში აღნიშნავენ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა არაერთხელ შესთავაზა აზერბაიჯანულ მხარეს საერთო მექანიზმის შექმნა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებს შეისწავლის, თუმცა აზერბაიჯანული მხარე დღემდე დუმს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×