რეზონანსი
04.09.2024

ჯორჯიის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი" ავრცელებს.

ამ დროის მონაცემებით, დაჭრილია 30-მდე ადამიანი.

როგორც ცნობილია ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა, მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევას გამოეხმაურა თეთრი სახლიც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს კოორდინაციას ფედერალებთან და ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×