რეზონანსი
04.09.2024

ძალიან გთხოვთ, დაგვასანქცირონ რა - ასე ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი რიმა ბერაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ გზავნილს შტატებიდან.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა დასანქცირების შესახებ ინფორმაცია, თურმე ტყუილი აღმოჩნდა.

გვეუბნებიან 2-3 თვეა, რომ დაგასანქცირებენ, დაგასანქცირებენ, დაგვასანქცირონ ძალიან გთხოვთ რა. თურმე დასანქცირებულები ვყოფილვართ რამდენიმე თვის უკან, თქვენ და რამდენიმე ტელევიზია ამბობდით, რომ აი დასანქცირებულია პარლამენტის წევრები აშშ-დან და სხვადასხვა ქვეყნებიდან და არ ამბობენ, მაგრამ ეს ხომ არ აღმოჩნდა მართალი და მოდი დაველოდოთ პროცესს" - ამბობს ირმა ბერაძე. 

“ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სანქციებს აანონებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადციულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×