
ლილოში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურატურამ მოსამართლეს უმძიმესი მტკიცებულებები და ფოტომასალა წარუდგინა.
საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ოთარ ცინდელიანმა ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით 59 ჭრილობა მიაყენა. მათ შორის, ბრალდებულმა ქეთი ჯავახიშვილს ანთებული სიგარეტი ხელში ჩააწვა.
ამასთან, როგორც ბრალდების მხარემ სხდომაზე განაცხადა, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკი ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას მოკლული გოგოს დაც ფლობდა.
მოკლულ გოგოს ბოლო შემთხვევამდე თვალის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, ფაქტის დამალვის მიზნით კი ქეთევან ჯავახიშვილმა მშობლებს განუცხადა, რომ დაზიანება ფანჯრის გაღების შედეგად მიიღო.
განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში, კისრის, გულმკერდის, ზედა და ქვეა კიდურების არეში 59 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. მას გადაგზავნილი ჰქონდა საქართველოს ბანკის ანგარიში. ოთარ ცინდელიანმა ანთებული სიგარეტი ხელზე დააწვა", - ამბობს პროკურორი.
შემდეგი სასამართლო პროცესი 12 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. სხდომაზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს მოსამართლისთვის სიტყვით მიმართვის უფლება ექნება და დაცვის მხარეს სიტვყის თქმის შესაძლებლობა ექნება.
ცნობისთვის, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ტვ. პირველი.