რეზონანსი
03.09.2024

პარიზის პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალში ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორია) იასპარეზა. მან ხმლით ფარიკაობაში ნახევარფინალურ შეხვედრა ჩინელ პარასპორტსმენთან დათმო.

შეგახსენებთ, რომ ნინა თიბილაშვილმა პირველ შეხვედრაში ჰიო კიონგ კვონი ანგარიშით 15:5 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იუ ჩუ იესთან ანგარიშით 15:4 გაიმარჯვა.

ნინა თიბილაშვილი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გუნდურ თანრიგში მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×