რეზონანსი
03.09.2024

პარიზის პარალიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (B კატეგორია). მან ხმლით ასპარეზობაში ვენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 21-გზის გამარჯვებულია.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×