რეზონანსი
03.09.2024

ბიძინა ივანიშვილის გზა არის გზა სიღატაკისა და იზოლაციისკენ. თვითონ კარგად იყოს და ჭირსაც წაუღია ხალხის გაჭირვება, პრობლემები, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, სიღატაკესა და იზოლაციაში ყოფნა უნდა თუ ევროკავშირში არსებული კეთილდღეობა.

„ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ. სწორედ მათი პოლიტიკის გამო, დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. ეს არის გზა საქართველოს იზოლაციისკენ",-განაცხადა ვაშაძემ.

მან აღნიშნა, რომ სწორედ ხელისუფლება იყენებს წინასაარჩევნოდ ზიზღის ენას.

„კოლბებში გამოკეტილი მაღალი სცენიდან ხალხს ელაპარაკებიან და ილანძღებიან, ეს არის ზიზღის ენა. ჩვენთან ზიზღის ენა რა არის? გვინდა, რომ მოგცეთ ევროკავშირის პასპორტი, გვინდა დაგასაქმოთ, თქვენი ხელფასი 2-ჯერ გაიზარდოს, ინვესტიციები შემოვიტანოთ, აშშ-ში უვიზოდ ვიაროთ, ეს არის ზიზღის ენა?! ზიზღის ენა არის მათი რიტორიკა, რაც აქვთ. გვემუქრებიან, იბოღმებიან. რას ემუქრებიან ხალხს, მართლა მაინტერესებს",-განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×