რეზონანსი
02.09.2024

ქმრის მიერ სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი, ფიქ­რია ტუ­გუ­ლაშ­ვი­ლი 1-ელ სექ­ტემ­ბერს მი­ა­ბა­რეს მი­წას. ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში დაკ­რძა­ლეს. სამი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ახლა ცი­ხე­შია გა­მო­კე­ტი­ლი, თუმ­ცა მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე თა­ვი­სი ქმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბა სცა­და. ამ­ბობს, რომ ცოლი და მისი ბავ­შვო­ბის ძმა­კა­ცე­ბი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ხო­ცა. ფაქ­ტია, ის არ ნა­ნობს ჩა­დე­ნილს, უფრო მე­ტიც, ამ­ბობს, ახლა ცო­ცხლე­ბი რომ იყ­ვნენ, იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ­დიო. მი­ზე­ზად ღა­ლატს ასა­ხე­ლებს. ამ ვერ­სი­ის არ სჯე­რა არა­ვის და ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ცილს სწა­მებს მე­უღ­ლე­სა და ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებს, რო­მელ­თა და­სა­ხო­ცად ხელი არ აუ­კან­კალ­და.

ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა შვილმკვდა­რი ოჯა­ხის­თვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ პრო­ცეს­ზე ნათ­ქვა­მი ბრალ­დე­ბა, რომ მან მე­უღ­ლე და მისი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ღა­ლა­ტის გამო და­ხო­ცა. ფიქ­რი­ას დედა, მაია ზა­თი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ უმ­ძი­მეს­მა ცი­ლის­წა­მე­ბამ კი­დევ მე­ტად გა­ა­ნად­გუ­რა მისი ოჯა­ხი და ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს დამ­ნა­შა­ვემ პა­სუ­ხი აგოს ამ სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის­თვი­საც.

დედა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს მკვლე­ლო­ბა ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვილს წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და და რომ ქმრის პა­თო­ლო­გი­უ­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. რო­გორც ამ­ბობს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შვი­ლი მა­ლავ­და, რომ მო­ძა­ლა­დის მსხვერ­პლი რომ იყო. ერთხელ სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი კი მე­ო­რედ იმა­ვე ად­გი­ლას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჩა­ცხრი­ლა.

"რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო ამ ტკი­ვი­ლით. შვი­ლი ასე­თი სი­სას­ტი­კით მოგ­ვიკ­ლა და კი­დევ ვის­მენთ მის ცრუ ბრალ­დე­ბებს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მის გა­მა­ოგ­ნე­ბელ ცრუ ბრალ­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და არა­ვინ კი­თხუ­ლობს ჩემი შვი­ლის ამ­ბავს. მო­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ჰკი­თხონ, რო­გო­რი შვი­ლი მყავ­და. ასეთ ცილს რო­გორ სწა­მებს ის გა­რე­წა­რი ჩემს შვილს. ფიქ­რია ძა­ლი­ან გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გოგო იყო, არ უყ­ვარ­და ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ოჯახ­ში. დიდ­ხანს მა­ლავ­და ამ ამ­ბავს. არც კი ვი­ცო­დით ასე­თი ავად­მყო­ფის გვერ­დით რომ ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლი ისე გვაჩ­ვე­ნებ­და თავს, თით­ქოს სა­უ­კე­თე­სო იყო. რა დღე­ში იყო ფიქ­რია, ეს გა­ვი­გეთ პირ­ვე­ლად მა­შინ, როცა ქმარ­მა დაჭ­რა. მა­შინ სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა. ამის შემ­დეგ აღი­ა­რა ჩემ­მა შვილ­მა ჩვენ­თან, რომ სა­ში­ნე­ლი, ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი ჰყავ­და. მუდ­მი­ვად ტე­რო­რის ქვეშ უწევ­და ცხოვ­რე­ბა. ეზო­ში რომ ჩა­სუ­ლი­ყო ან მა­ღა­ზი­ა­ში მე­სი­ჯი უნდა მი­ე­წე­რა მის­თვის და ნე­ბარ­თვა უნდა აეღო. ეტყო­და თურ­მე ფიქ­რი­ას სა­მუ­შა­ოდ მივ­დი­ვა­რო, ან სო­ფელ­ში მივ­დი­ვა­რო და სი­ნამ­დვი­ლე­ში იჯდა სა­დარ­ბა­ზოს­თან და "ზვე­რავ­და" ჩემს შვილს."

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×