რეზონანსი
02.09.2024

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, რუსული კანონის მიღების გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ევროპული გრანტი გაუუქმდა. ამის შესახებ ხარჩილავამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"მუნიციპალიტეტმა გრანტი მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ჯიუტად მიიღო ეს კანონი, გაუქმდა ეს გრანტი. მე გაგაცნობთ მიმდინარე პროცესებს - ტურიზმის სტრატეგია წალენჯიხაში არის გაუქმებული. ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩვენ ჩავეხსენით მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას და პირველი ხელშესახები, რაც აქ ხდება, ეს არის ჩვენგან დეკლარირებული - სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ. 

მე თქვენ გეუბნებით, რომ წალენჯიხას გრანტი გაუუქმდა ევროპული დაფინანსებისა, იმის გამო, რომ რომ დღეს რუსული კანონი ჯერჯერობით მოქმედებს საქართველოში", - განაცხადა ხარჩილავამ. 

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ კანონის ნეგატივს მალავს და ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც შეუძლია, გამოაჩინოს ეს საკითხი, არის წალენჯიხა. 

"შეჩერებულია ეს პროცესი, ეს პროცესი ნიშნავს იმას, რომ რეგიონები არის გაჩერებული, დაპაუზებულია ყველა პროექტი", - აღნიშნავს ხარჩილავა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×