რეზონანსი
02.09.2024

ჭუბერის მოსახლეობამ ზუგდიდი მესტიის ცენტრალური გზის ჭუბერი-ხაიშის მონაკვეთი გადაკეტა. ადგილობრივები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. 

მათი თქმით, ჭუბერის გზა, შიდა გზები, ასევე უბნების დამაკავშირებელი ხიდები იმდენად დაზიანებულია, რომ მსუბუქი მანქანებისთვის გადაადგილება ძალიან რთული გახდა. ჭუბერში აღარ ჩადიან არც ტურისტები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი არჩევნების წინ ისმენენ დაპირებას გზის რეაბილიტაციაზე, პროცესი დაწყებული იყო, თუმცა გაჩერდა. 

მოსახლეობა მერთან შეხვედრას ითხოვდა, რაც არ შედგა, სწორედ ამიტომ, მათი თქმით, ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად გზა გადაკეტეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×