რეზონანსი
02.09.2024

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახურის ცნობით, 2 სექტემბრის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 9 ბალისტიკური რაკეტა, 13 ფრთოსანი რაკეტა და 20 დრონი გაანადგურეს.

უწყება ამბობს, რომ ოკუპანტებმა ბალისტიკური, ფრთოსანი და საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით სარაკეტო შეტევა კიევის, სუმისა და ხარკოვის რაიონებზე განახორციელეს.

იერიშის დროს გამოყენებული იყო:

16 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;

14 ფრთოსანი რაკეტა X-101;

4 საზენიტო მართვადი რაკეტა C-300/C-400;

ერთი გაურკვეველი ტიპის რაკეტა;

23 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;

სარაკეტო იერიშის შედეგად კიევის 3 რაიონში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×