რეზონანსი
01.09.2024

როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემა Trend -თან განაცხადა, ამ არჩევნებზე სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციაშია.

„ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას, რომელიც 4 ქვეყანას აერთიანებს, ესენია: აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს. ამ საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ისტორიული არჩევნებია, რადგან საარჩევნო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, 5-6 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და შეიძლება აღინიშნოს, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.

„ჩვენი ინფორმაციით, არც ერთი სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადა მათიკაშვილმა და აღნიშნა, რომ წარმატებას უსურვებს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს და ახალ პარლამენტს, „რომელიც იქნება არჩეული დემოკრატიული პროცესის საფუძველზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×