რეზონანსი
01.09.2024

რუსულმა ძალებმა ხარკოვს 10-მდე დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვსა და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტერეხოვმა განაცხადა, რომ 22 ადამიანი სალტოვსკის რაიონში დაშავდა, ექვსი კი - ნემიშლიანსკში, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის მედიკოსებიც არიან.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას შორისაა სავაჭრო ცენტრი, სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×