რეზონანსი
01.09.2024

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა „ყველა დონეზე" შეაჩერა.

„ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმარისია", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა ასევე განიხილა საკითხი, თუ რა უნდა მოხდეს, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გავიდეს.

„შეიძლება, იყოს დისკუსიები. მე პატივს ვცემ ყველა მოსაზრებას, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. ამჟამად არ ვხედავთ სხვა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ვერ დავინახავთ სხვა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას", - აღნიშნა სომხეთის პრემირ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×