რეზონანსი
01.09.2024

რუსეთი უკვე პასუხობს და გააგრძელებს პასუხის გაცემას კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”პასუხის გაცემა, ფაქტობრივად, უკვე ხდება, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა? თქვენ ხედავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების გადამწყვეტ მოქმედებებს, უდავოა, რომ ისინი გაგრძელდება, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებს. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 1294 კვადრატულ კილომეტრს, მათ შორის 100 დასახლებულ პუნქტს, აკონტროლებს და ტყვედ რუსეთის 594 სამხედრო მოსამსახურეა აყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×