რეზონანსი
31.08.2024

ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა

„ჩვენს ტერიტორიას არავისთან განვიხილავთ. ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ახლა რაიმე სახის მოლაპარაკებების შესახებ ჩვენ არ ვსაუბრობთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის გეგმების შესახებ მსჯელობა რთულია.

„ჩვენ სიტუაციის რეალობის საფუძველზე მოგვარებისთვის მზად ვართ. ადგილზე შექმნილი რეალობის, რუსეთის კონსტიტუციაში არსებული რეალობის მიხედვით, სადაც გარკვევით წერია, რომ ყირიმის გარდა, ახლა ჩვენ ოთხი ახალი ფედერალური სუბიექტი გვაქვს", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაუშვებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×