რეზონანსი
31.08.2024

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაუქმებას ეხმიანება.

„სირცხვილიამ" ჭამა სირცხვილი - აღნიშნავს ხუნდაძე და განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ბულინგს ვერ გაუძლო და ამიტომ, საწყის პოზიციას დაუბუნდა, რაც ქვეყნის დაზიანებასა და ტყუილს გულისხმობს.

„სირცხვილიას", როგორც ჩანს, მცირე ხნით გაუნათდა გონება და დააპირა სიმართლის თქმა, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანა. „სირცხვილიამ" ჭამა სირცხვილი, შიდა საოჯახო ბულინგს ვერ გაუძლო და დაუბრუნდა საწყის პოზიციას - ტყუილი, ქვეყნის დაზიანება. „სირცხვილია" დარჩა „სირცხვილიად" - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×